fbpx
საზოგადოება

5.000 ევროიანი ჯარიმა მამაკაცს, რომელიც ევანგელისმოდან გაიქცა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდგინდა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერნეთის პოლიცია 26 წლის მამაკაცს ეძებს, რომელიც ევანგელისმოს საავადმყოფოში ძმასთან ერთად მივიდა, რადგან კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.

მას შემდეგ, რაც ექიმებმა უთხრეს, რომ კორონავირუსზე გაკეთებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, საავადმყოფოდან გაიქცა და ამ დრომდე ვერ ხერხდება მისი ადგილსამყოფელის დადგენა.

ცნობილია, რომ თავიდან ის მოათავსეს იზოლირებულ ოთახში, ვიდრე ტრანსპორტირების საკითხს მოაგვარებდნენ, მაგრამ არ დაიცადა და უკვალოდ გაქრა.

მისი ძმა პოლიციასთან თანამშრომლობს და ამბობს, რომ მამაკაცს კარანტინის სახლის პირობებში გავლა უნდა და არა საავადმყოფოში. მან ასევე ოფიცრებს მისცა მისამართი, სადაც შესაძლოა მისი ძმა იმყოფებოდეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი ძებნის ოპერაცია, თუმცა, ცნობილია, რომ უკვე გამოეწერა 5.000 ევროიანი ჯარიმა, კარანტინის დარღვევისა და დაუმორჩილებლობისთვის.

onalem

ტესტ