fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

როგორ გადაახდევინა 3.400 ევრო სამსახურიდან დათხოვნილმა ფილიპინელმა დამლაგებელმა ოჯახს

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ფილიპინელ ქალს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ის დამლაგებლად მუშაობდა მდიდრების ოჯახში, რათა საკუთარ ქვეყანაში თავისი ხუთი შვილი ერჩინა. მას შემდეგ, რაც დამსაქმებელმა ოჯახმა დიაგნოზის შესახებ გაიგო, მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს და სამსახურში მისულს, გამოუცხადეს, რომ მასთან თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებდნენ.

ინციდენტი ჰონგ კონგში მოხდა, სადაც ფილიპინელ ქალს სამუშაო კონტრაქტი ჰქონდა და მის გარეშე ვერც ჩინეთში გაჩერდებოდა და ცხადია, სამსახურის გარეშე ვერანაირ სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს ვერ გასწვდებოდა. მან დაიწყო ქიმიოთერაპიები და წარბშეუხრელად ებრძოდა მომაკვდინებელ დაავადებას, რომელიც უკვე მე-3 სტადიაზე ჰქონდა. ექიმები პროცესის გაგრძელებას ითხოვდნენ, რაც, შესაბამისად, საჭიროებდა ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის უფლების გაგრძელებასაც. ეს კი მისი სამსახურის გარეშე შეუძლებელი იყო.

როგორც ათენის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, ქალმა სასამართლოში იჩივლა და საკუთარი უფლებების დაცვა მოითხოვა.

“მე ვურჩევ ჩემნაირად მომუშავე ხალხს, რომ იბრძოლონ და დაიცვან თავიანთი უფლებები,” ამბობს ის.

პროცესზე არ გამოცხადდა ოჯახი, რომელმაც ის სიმსივნის გამო გაათავისუფლა, მაგრამ სასამართლომ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: ფილიპინელი ქალი მიიღებს 30.000 ჰონგ კონგურ დოლარს, მორალური ზარალისთვის, რაც ევროში დაახლოებით 3.400-ია, რათა დაფაროს თავისი მკურნალობის ხარჯები. მას ეს თანხა თვისუფლად ეყოფა და ბევრად ადვილად შეძლებს სიმსივნესთან ბრძოლას, ვიდრე მუშაობის პერიოდში შეძლებდა.

ადამიანის უფლებათა დაცვის სააგენტოები იტყობინებიან, რომ შინა მოსამსახურეთა უფლებები ხშირად ირღვევა და ისინი ხშირად ხდებიან ექსპლოატაციის მსხვერპლი.

onalem

ტესტ