fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“წახვედი და ვერ მოვასწარი მეთქვა, როგორ მიყვარხარ” – ტავერნის მეპატრონე შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოდის

როგორც ირკვევა კალამატაში მდებარე ტავერნაში გარდაცვლილი ქალებიდან, ერთ-ერთი ოთხი შვილის დედა იყო, ხოლო მეორეს ორი შვილი დარჩა. მეპატრონე მომხდარზე პირველად საუბრობს და მამაკაცი შოკიდან ვერ გამოდის. მას არ სჯერა, რომ მეუღლე აღარ ჰყავს და ვერც თანამშრომლების გადარჩენა შეძლო.

თვითმხილველთა თქმით, მან ხალხი ხანძარს სწრაფად განარიდა, ხოლო შემდეგ სამზარეულოში მომწყვდეული მეუღლისა და ორი თანამშრომლის გადასარჩენად, კედლის შენგრევას ცდილობდა, მაგრამ თავადაც დაშავებულმა, ვერაფერი შეძლო.

“წახვედი და ვერ მოვასწარი მეთქვა, როგორ მიყვარხარ,” ეს სასოწარკვეთილი მამაკაცის ბოლო სიტყვებია მეუღლისადმი.

“ეს ყველაზე უარესია, რაც კი ჩვენს ოჯახს შეიძლებოდა დამართნოდა. ჩემი ნათესავი გარდაცვლილებს შორისაა, ის ორი შვილის დედა იყო და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებთ, რომ დავკარგეთ. მისი მეუღლე (მეპატრონე) სავადმყოფოში ხელის დამწვრობებით წევს. როცა ნახა, რომ მისი ცოლი იწვებოდა, თავადაც სიკვდილი უნდოდა. ის გამუდმებით ყვირის, რომ სიკვდილი უნდა,” ამბობს ქალის ნათესავი.

onalem

ტესტ