fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

“ვხედავდით, რომ ძაღლები აღარ რეაგირებდნენ და გვეშინოდა, რომ იქ მხოლოდ დახოცილები იყვნენ” – მიწისძვრა ალბანეთში

ბერძენმა მაშველებმა ალბანეთში მისია დაასრულეს. გუშინ შუადღეს EMAK-ის 1-ლი და მე-5 ჯგუფი საბერძნეთში დაბრუნდა და პირველ კომენტარებს აკეთებენ, თუ რა სიმძიმისაა მდგომარეობა მეზობელ ქვეყანაში.

საერთო ჯამში ცხელ წერტილებში 26-მა ბერძენმა მაშველმა და სპეციალურად გაწვრთნილმა ორმა ძაღლმა იმუშავა. ისინი საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდნენ, რადგან მიმდებარე შენობები, სადაც ოპერაციებს აწარმოებდნენ, ყოველ წუთს შეიძლებოდა ჩამონგრეული.

მათ გადაარჩინეს რამდენიმე ადამიანი, თუმცა, გარდაცვლილ მდგომარეობაშიც ბევრი იპოვეს. ძაღლები, ელსა და ოსკარი, ნანგრევებში ხალხის ძებნისას ძირითადად აღარ რეაგირებდნენ, რაც მაშველებს უწურავდა იმედს, რომ ვინმეს კიდევ იპოვიდნენ ცოცხალს.

ალბანეთის მიწისძვრამ მსოფლიო შეძრა. ითვლიან 45 გარდაცვლილს, მოსახლეობას კი ამ დრომდე მანქანებსა და კარვებში სძინავს, რომლებსაც წვიმისას წყალი ტბორავს.

onalem

ტესტ