fbpx
საზოგადოება

დიდი ზარალით დასრულებული Click Away: მამაკაცი მანქანით მაღაზიაში შევარდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ილიონში მოხდა, სადაც მამაკაცი თავისი შეკვეთის წამოსაღებად თეთრეულის მაღაზიაში მანქანით მივიდა. როდესაც Click Away-ს გზით შეკვეთილი ნივთები წამოიღო, მანქანაში ჩაჯდა და ნაცვლად იმისა, რომ უკან სვლით წასულიყო, წინ წავიდა, შემდეგ დაიბნა და ნაცვლად მუხრუჭისა, გზას დააჭირა ფეხი.

ირკვევა, რომ მანქანა მაღაზიაში შევარდა და ვიტრინა მთლიანად ჩამოამსხვრია, თავად მამაკაცი კი, საბედნიეროდ, არ დაშავებულა.

მედიის ინფორმაციით, არ დაშავებულა არც მაღაზიის მეპატრონე, მაგრამ გამოწვეულია სერიოზული მატერიალური ზარალი.

onalem

ტესტ