fbpx
საზოგადოება

ვოლოსი: 35 წლის მამაკაცმა საავადმყოფომდე მიაღწია და შესასვლელში გარდაიცვალა

იდუმალებით მოცული შემთხვევა დღეს დილით ვოლოსში, “ახილოპულიოს” საავადმყოფოში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი საავადმყოფომდე მივიდა, რადგან თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, თუმცა, შესასვლელშივე გარდაიცვალა.

მან ვერ მოასწრო შიგნით შესვლა, ხოლო ექიმებმა მისი გასინჯვა.

მამაკაცს ფიზიკურად რაიმე დაზიანებები არ აღენიშნება, რის გამოც გაურკვეველი რჩება, თუ რატომ დაასრულა ადრეულ ასაკში სიცოცხლე, თუმცა, გარდაცვალების მიზეზების გამოსავლენად დაგეგმილია ექსპერტიზა.

 

 

onalem

ტესტ