fbpx
კრიმინალი

ათენის საერთაშორისო აეროპორტში ქურდობებისთვის ორი ემიგრანტი დააკავეს

ორი მამაკაცი, 31 და 34 წლის, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება, ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩადენილი ქურდობების გამო დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მგზავრების ჩამოფრენის განყოფილებაში მოქმედებდნენ და როგორც კი ყურადღებას მოადუნებდნენ, მაშინცე აცლიდნენ ბარგიდან ყველაფერს, რაც კი შეიძლებოდა. ხანდახან შეუმჩნევლად მიჰქონდათ თავად ჩემოდნებიც კი.

ამოღებულია მობილური ტელეფონები, საფულეები, სამკაულები, სხვადასხვა ტექნიკა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი.

უნდა აღინიშნოს, რომ 34 წლის მამაკაცი წარსულში ქურდობების ბრალდებით 9-ჯერ იყო ნასამართლევი.

დაკავებულების ეროვნება არ არის ცნობილი.

 

onalem

ტესტ