fbpx
კრიმინალი

დააკავეს საგადასახადო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ხალხს ვალების გაუქმებას ჰპირდებოდა და თანხას ართმევდა

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში საჯარო მოხელე დააკავეს, რომელიც ფიზიკურ პირებს დაფიქსირებული ვალების “ჩამოჭრას” ჰპირდებოდა. როგორც ირკვევა, საჩივარი პოლიციაში კონკრეტული პირისგან შევიდა, რის შემდეგაც დაიგეგმა სპეციალური ოპერაცია საგადასახადო სამსახურის თანამშრომლის უკანონობების გამოსავლენად. მას დაუკავშირდნენ, სთხოვეს, რომ არსებული ვალი “გაეუქმებინა” და აღნიშნულ საქმიანობაში თანხის გადახდას დაჰპირდნენ.

ირკვევა, რომ მამაკაცი შეთავაზებას დათანხმდა, მას მონიშნული ბანკნოტები გადასცეს მომსახურების გასაწევად და საბოლოოდ, ფაქტზე დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, მისი თანამზრახველი, რომელიც ერთ-ერთი ბიზნესის მფლობელია და ჰქონდა კავშირები და შესაძლებლობები, რომ აღნიშნული ვალები საგადასახადო სამსახურის სისტემიდან წაეშალათ.

პოლიცია იუწყება, რომ ისინი ამ საქმიანობას მინიმუმ 2022 წლის ივლისიდან ეწეოდნენ და მათ მიმართ არსებობს სხვა საჩივრებიც. ჩანს, რომ საჯარო მოხელე უკანონო ქმედებებით 2.500-იდან 7.000 ევრომდე იღებდა.

 

onalem

ტესტ