fbpx
კრიმინალი

გლიფადა: 51 წლის ბერძენმა საკუთარი დედის პარტნიორი მოკლა და პოლიციას ჩაბარდა

ათენის მდიდრული გარეუბანი შეძრა დღეს დილით მომხდარმა მკვლელობამ, დამნაშავე კი, პოლიციას თავად ჩაბარდა.

ირკვევა, რომ 51 წლის მამაკაცმა საკუთარი დედის 66 წლის პარტნიორი სასიკვდილოდ დაჭრა და შემდეგ პოლიციაში წავიდა. მსხვერპლი ქალის მაღაზიაში მუშაობდა და 51 წლის მამაკაცი მას სწორედ იქ ელოდებოდა დღეს, დილის 06:30 საათზე. თავდასხმის შემდეგ ის პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში წავიდა და განაცხადა: “მოვკალი! დავასრულე! გვქონდა პირადი უთანხმოება!”

66 წლის მამაკაცი ვულას საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალება დაადასტურეს.

onalem

ტესტ