fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პატისია: ბერძენმა მამაკაცმა საკუთარი ძმა მოკლა და პოლიციაში თავად განაცხადა

ბერძნული მედია პატისიაზე მომხდარი სასტიკი დანაშაულის შესახებ იუწყება, რომელიც ორ ძმას ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, 59 წლის ბერძენმა მამაკაცმა საკუთარი ძმა დანით მოკლა და შემდეგ პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მივიდა, ჩადენილის შესახებ განსაცხადებლად.

როგორც ირკვევა, ოფიცრები დაუყოვნებლივ მივიდნენ მკვლელობის ადგილას და კაფტანძოღლუს ქუჩაზე მდებარე ბინაში 69 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულმა პოლიციაში არ განმარტა, თუ რის გამო ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული.

არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ დროისთვის დაკავებულ მამაკაცს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და წამლებს სვამდა. ვინაიდან ორივე ძმა დაუქორწინებელი იყო, ისინი ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთთან საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ.

მათი მეზობელი მამაკაცი აცხადებს, რომ 59 წლის კოსტა ნამდვილად ჰგავდა ადამიანს, რომელსაც მსგავსი დანაშაულის ჩადენა შეეძლო, წამლებს კი, რომლებიც დანიშნული ჰქონდა, არ სვამდა სწორ დროს, არამედ, როცა სურდა და გაახსენდებოდა.

მეორე ვარაუდით, მკვლელობა ძმებს შორის ფინანსური უთანხმოების გამო მოხდა.

onalem

ტესტ