fbpx
პოლიტიკა

“არ გავიმეორებ წინა ხელისუფლების შეცდომებს, რომლებმაც კუნძულები საბერძნეთს დაუთმეს” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთზე ვერბალურ თავდასხმას განაგრძობს, მედია კი, მის პროვოკაციებს სულ უფრო და უფრო აქტიურად ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ერდოღანმა თავის განცხადებებში თურქეთის წინა მთავრობები დაადანაშაულა და განაცხადა:
“არ გავიმეორებ წინა ხელისუფლებების შეცდომებს, რომლებმაც კუნძულები საბერძნეთს დაუთმეს.” პრეზიდენტმა იმასაც შეცდომა უწოდა, რომ კვიპროსსა და საბერძნეთს ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანების უფლება მისცეს.

ერდოღანი დასძენს, რომ თურქეთის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, გულგრილები იყვნენ იმის მიმართ, რაც მათ ირგვლივ ხდება და რომ ის გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს ხმელთაშუა ზღვაში, სირიაში და ა.შ.

“ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავი მოტყუებულად არ იგრძნონ და ამაყად დავაფიქსირებთ დამოკიდებულებას ყველა დაჩაგრულის მიმართ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი: სირიიდან ერაყამდე, ლიბიიდან ყარაბაღამდე, ბალკანეთიდან აფრიკამდე, შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე და ა.შ.”

onalem

ტესტ