fbpx
საზოგადოება

ემიგრანტების ოჯახიდან გაუჩინარებული 11 წლის ბიჭი ომონიაზე იპოვეს – ის, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის მსხვერპლია

გავრცელებული ინფორმაციით, 11 წლის ბიჭი, რომელიც გუდის ტერიტორიიდან გუშინ გაუჩინარდა, ომონიაზე იპოვეს. როგორც ირკვევა, ოჯახი ბულგარეთიდან არის, მცირეწლოვანი რაღაც მომენტში მშობლების ყურადღების მიღმა დარჩა, რამდენიმე წუთში კი, მისი კვალი გაქრა. მშობლებმა მაშინვე შეატყობინეს ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილს” და გამოძიება დაიწყო.

როგორც მედია იუწყება, 11 წლის ბიჭი იმავე ღამეს ომონიაზე იპოვეს და ამჟამინდელი ცნობებით, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ მოტყუებით წაიყვანა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ბავშვს დროულად მიაგნეს.

ოჯახი პოლიციისგან საქმის დეტალურ გამოძიებას ითხოვს, რადგან ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის უკან დანაშაულებრივი ქმედება დგას და არა ბავშვის ან მათი დაუდევრობა.

ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილი” აცხადებს, რომ მაქსიმალურად უდგას მხარში ემიგრანტების ოჯახს და ფსიქოლიგიურ დახმარებას უწევენ.

onalem

ტესტ