fbpx
საზოგადოება

“აქ საბერძნეთია და თუ 1 ევრო არ გაქვს, დაბლა ჩახვალ!” – აგრესიული კონტროლიორი იმიგრანტს მიმართავს

შემთხვევა საკუთარი ტელეფონით იმიგრანტმა მამაკაცმა გადაიღო, რომელიც აცხადებს, რომ ბერძენი კონტროლიორის მხრიდან რასისტული შეტევის მსხვერპლი გახდა.

როგორც ირკვევა, ის ქურთული წარმოშობისაა და ამჟამად თესალონიკში, დიავატას ბანაკში დროებით ცხოვრობს. ავტობუსში მას ბილეთი არ ჰქონდა და კონტროლიორს უთხრა, რომ მხოლოდ მსხვილი კუპიურა და ბანკის ბარათი ჰქონდა, სწორედ ამიტომ მას 20 ევრო გაუწოდა და სთხოვა, რომ ის გამოერთმია ან ჩასულიყვნენ ისეთ ადგილას, სადაც ბილეთის ყიდვას შეძლებდა.

კონტროლიორმა ყველაფერზე უარი განაცხადა და ხმამაღალი ტონით უთხრა, რომ ეს საბერძნეთი იყო და თუ ერთი ევრო არ ჰქონდა, ბილეთის საყიდლად, მაშინ ავტობუსიდან უნდა ჩასულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე შექმნილი დაძაბულობის გამო პოლიციაც კი გამოიძახეს.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ