fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფება გაშიფრა, რომელსაც 95 ძარცვა აქვს ჩადენილი

კრიმინალური დაჯუფება, რომლის ზოგიერთი წევრიც პოლიციამ 2018 წელს დააკავა, მთლიანად გაშიფრულია. მათ ანგარიშზეა, არც მეტი არც ნაკლები, 95 შეიარაღებული ყაჩაღობა და ძარცვა და ამ საქმიანობას ისინი 2018 წლიდან ეწეოდნენ.

როგორც ირკვევა ამ დროისთვის კიდევ სამი პირი დააკავეს და თითოეული მათგანი ბერძენია. მათ მიერ 2018 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით ჩადენილი 32 ძარცვის შედეგად მოპოვებული “ნადავლი” 200.000 ევროზე მეტია.

კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი 2018 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. ისინი მოქმედებდნენ პელას, თესალონიკის, ლარისასა და ტრიკალას ტერიტორიებზე. ამავე დღეს დააკავეს კიდევ 5 ბერძენი, 26-დან 49 წლამდე.

ამოღებულია დიდი რაოდენობით სამკაულები, სხვადასხვა ტექნიკა, იარაღი, თანხა, დეტექტორები (ძვირფასეულობის საპოვნელი) და ა.შ.

onalem

ტესტ