fbpx
საზოგადოება

“პირში პირსახოცებით ველოდებოდით მეხანძრეებს” – ქალი 18 წლის შვილიშვილთან ერთად ცეცხლმოდებულ ბინაში ჩაიკეტა

დღეს შუადღის საათებში მელისიაში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. სახლში იმყოფებოდა ქალი, თავის ორ ვაჟთან და 18 თვის შვილიშვილთან ერთად, რომლებიც მეორე სართულზე იყვნენ ჩაკეტილები და ძლიერი დაკვამლიანების გამო გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

როგორც ირკვევა, სახანძრომ დროულად მისვლა ვერ შეძლო და ცეცხლი უფრო და უფრო გავრცელდა.

“სახანძრო გამოვიძახეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დროულად მოვიდა. დაბლა ბავშვთან ერთად ვერ ჩავდიოდი, სახლი მთლიანად კვამლში იყო. მეხანძრეებმა მოსვლისას გვითხრეს, რომ ერთ ოთახში გავჩერებულიყავით. პირში პირსახოცები ჩავიდეთ და ასე ველოდებოდით, საბოლოოდ, ერთი მეხანძრე მაღლა ამოვიდა.” 

როგორც ცნობილია, მეხანძრეებმა ოთხივე მათგანის გადარჩენა შეძლეს.

onalem

ტესტ