fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

საბერძნეთი: ხშირად მიირთმევთ გარეთ?! რას უნდა მოედიკოთ სიფრთხილით?!

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტო გარკვეულ გაფრთხილებებს ავრცელებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იმ შემთხვევაში, თუ ხშირად მივირთმევთ გარეთ. ზაფხული ის პერიოდია, როდესაც ტავერნები და რესტორნები განსაკუთრებით აქტიურად მუშაობენ და პარალელურად, საკვებ ინგრედიენტებსაც განსხვავებული შენახვა/მოვლა სჭირდება.

ΕΦΕΤ წერს რამდენიმე პუნქტის შესახებ, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:

  • ნუ მიირთმევთ კერძს, რომელსაც საეჭვო ფერი, სუნი ან გემო აქვს.
  • მოითხოვეთ ყოველთვის მხოლოდ კარგად შემწვარი ხორცი, რადგან ხშირ შემთხვევაში მოტანის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ შიგნიდან შედარებით უმია.
  • თუკი შეამჩნევთ, რომ ბოსტნეული კარგად არ არის გარეცხილი, მოითხოვეთ მოგიტანონ სხვა.
  • თუკი სენდვიჩს შეუკვეთავთ, ის უნდა იყოს მაშინვე მომზადებული, ხოლო თუ წინასწარ არის მომზადებული, უნდა იყოს შენახული 1 C – 5 C გრადუსზე.
  • უკვე მომზადებული კერძი, რომელიც არ ინახება მაცივარში, დაახლოებით 2 საათში აღარ არის საჭმელად ვარგისი.
  • არ მიირთვათ გაზიანი და სხვა სასმელები, თუკი მას არ მოგიტანენ ცივ მდგომარეობაში.

    შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების დროს, თქვენ გაქვთ კლიენტის კანონიერი უფლება, გააპროტესტოთ და გამოხატოთ პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ