fbpx
საზოგადოება

ფასდაკლებების პრემიერა საბერძნეთში – დღეიდან 29 თებერვლის ჩათვლით გრანდიოზული ფასდაკლებები მოქმედებს!

8 იანვარს საბერძნეთში ზამთრის გრანდიოზული ფასდაკლებები დაიწყო და დღეიდან მოსახლეობას შეუძლია უკიდურესად დაბალი ფასებით ისარგებლოს და სასურველი ნივთები შეიძინოს.

ზამთრის ფასდაკლებებს დამატებითი მნიშვნელობა მიენიჭა მას შემდეგ, რაც საბერძნეთში გაუქმდა შუასეზონური ფასდაკლებები და იანვარ-თებერვლის თვე ახლა ის პერიოდია, როცა სასურველი ნივთების ძალიან დაბალ ფასებად შეძენას შევძლებთ.

ქვეყანაში ზამთრის დიდი ფასდაკლებები დაიწყო დღეიდან და მოქმედებაში იქნება 29 თებერვლის ჩათვლით. ამასთან ერთად, ცხადია, მაღაზიები იმუშავებენ ერთ-ერთ კვირა დღესაც, ფასდაკლებების მოქმედების ფარგლებში და 2024 წელს ეს დღე 14 იანვარი იქნება.

მაღაზიები 14 იანვარს ღია იქნება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე,ზოგიერთი კი, 20:00 საათამდე.

მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ როდესაც ფასდაკლებებით სარგებლობენ, აუცილებელია, პროდუქციაზე მითითებული იყოს როგორც ახალი, ასევე ძველი ფასი, რათა გასაგები იყოს, საიდან მოხდა ფასის კლება.

onalem

ტესტ