fbpx
საბერძნეთი

სუსხი და თოვლი ატიკის რეგიონშიც კი მომდევნო დღეებში – საგანგებო პროგნოზი თეოდოროს კალიდასგან

ბოლო ორი დღის მანძილზე საბერძნეთში ამინდი საგრძნობლად გაუარესდა, რასაც თან მოჰყვა წვიმა, ძლიერი ქარი და და რამდენიმე რეგიონში პრობლემები გამოიწვია. კიპარისიაში უამინდობას ერთი გერმანელი ქალბატონიც ემსხვერპლა, დასავლეთ საბერძნეთში კი, მოიტანა მატერიალური ზარალი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შედარებით უკეთესობა შეინიშნება, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მეორე ტალღა გველის.

უამინდობის მორიგი ტალღის დამახასიათებელი ნიშნები იქნება ძირითადად ტემპერატურის რადიკალური ვარდნა და თოვლი. ცივი ჰაერის მასები საბერძნეთში შემოიჭრება უკრაინიდან და უახლოეს დღეებში გამოიწვევს თოვლსა და ქარის გაძლიერებას.

სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მოთოვოს ატიკის რეგიონშიც, ჩრდილოეთ ნაწილში. ამას გარდა, ვარაუდობენ, რომ კრეტაზე მოვა დიდი რაოდენობის ნალექი, წვიმის სახით.

onalem

ტესტ