fbpx
საბერძნეთი

დღეს “შავი” რეკორდი საბერძნეთში და უარესის მოლოდინი ხვალ – რას ამბობს გიგას მაიორკინი?!

დღეს, 27 დეკემბერს, საბერძნეთში პანდემიის ისტორიაში ყველაზე დიდი რიცხვი დაფიქსირდა – გამოვლინდა 9.284 ინფიცირებული, რაც ამ დროისთვის “შავი” რეკორდია.

პროფესორი გიგიას მაიორკინი აცხადებს, რომ ხვალისთვის ეს რიცხვი შეიძლება 12.000-მდე გაიზარდოს და განმარტავს, რატომ არ გასცა ექსპერტთა საბჭომ ზომების უფრო ადრე მიღების რეკომენდაცია, ვინაიდან მსგავსი რიცხვები ფიქსირდება.

“რეკომენდაცია შეზღუდვებზე აქამდე არ გაიცა, ვინაიდან როგორც მონაცემები აჩვენებს, ქვეყნებში, სადაც ომიკრონი დომინანტური გახდა, არ ფიქსირდება დიდი ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე. მხოლოდ ერთ თვეში სამხრეთ აფრიკაში ამ მუტაციამ თავის მწვერვალს მიაღწია, მაგრამ პარალელურად, კატასტროფულად არ გაზრდილა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. ამ ქვეყანამ ბევრად უარესად გადაიტანა დელტა მუტაციის გავრცელება.

მოსალოდნელია, რომ ინფიცირების ტენდენციამ იმატოს, ხვალ შესაძლებელია 12.000-მდე შემთხვევა გამოვლინდეს. ამჟამად არსებული ცნობებით, ატიკაში ომიკრონის მუტაციის გავრცელებამ 40%-50%-ით მოიმატა, სხვა რეგიონების მდგომარეობაც, სავარაუდოდ, ამ შტამს უკავშირდება,” აცხადებს პროფესორი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი შეზღუდვები ძალაში იქნება 3-დან 16 იანვრამდე.

onalem

ტესტ