fbpx
საბერძნეთი

ახალი ზომები: რამდენი ევროთი მეტი უნდა გადაგიხადოთ დამსაქმებელმა, თუ სახლიდან მუშაობთ?!

როგორც უკვე ცნობილია, 3 იანვრიდან საბერძნეთში კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომელთა 50% დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადავიდეს, ვინაიდან ასეთია მთავრობის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანთა კონტაქტში შესვლის შეზღუდვისკენაა მიმართული.

ცხადია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა მსგავს ზომას იღებს, კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდად. საინტერესოა, რა დამატებითი ანაზღაურების აღება შეუძლია დასაქმებულს, თუკი მას დამსაქმებელი ეტყვის, რომ სახლიდან უნდა იმუშაოს, თავისივე საშუალებებით.

რა თქმა უნდა, გააჩნია, რა სახის სამსახურზეა საუბარი, თუმცა, არსებობს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელმა უნდა დაგიფაროთ გარკვეული ხარჯები, ვინაიდან სახლის პირობებში იყენებთ პირად სივრცესა და მოწყობილობებს.

კერძოდ:

1) სახლის პირადი სივრცის გამოყენებისთვის დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს თვეში მინიმუმ 13 ევრო.

2) საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება (იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის შენობაში მათი საშუალებებით ხდება კომუნიკაცია, ხოლო სახლში თქვენი) უფლება გაქვთ მოითხოვოთ მინიმუმ 10 ევრო.

3) სამუშაო აღჭურვილობის მოვლა/შენახვისთვის თანამშრომელს შეუძლია მოითხოვოს მინიმუმ 5 ევრო.

 

onalem

ტესტ