fbpx
საზოგადოება

“უნდა ვენდოთ მეცნიერებს და ექიმებს! როცა ავად ხდებით, ინტერნეტში კითხულობთ, როგორ გამოჯანმრთელდეთ?!” – იანის ბეზოს

ცნობილმა მსხიობმა, იანის ბეზომ Enjoy-სთან ინტერვიუში პანდემიასა და ვაქცინაციაზე ისაუბრა.

“ჩვენ უნდა ვენდოთ სახელმწიფოს, მეცნიერებს და ექიმებს. ჩემთვის ყველაფერი სხვა სისულელეა, სისულელეა ის, რასაც ინტერნეტში ვკითხულობთ. სამწუხაროდ, სწორედ ამ სისულელეებმა მიაყენეს უდიდესი ზიანი ჩვენს თანამემამულეებს, საფრთხე შეუქმნეს მათ სიცოცხლეს.

ღვთის გულისთვის, მითხარით, როდესაც ავად ხდებით, ექიმთან არ მიდიხართ?! თუ ინტერნეტით ეძებთ და კითხულობთ მკურნალობის გზებს?! მოდით, ყველამ შევაფასოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე ერთი თვითმფრინავი ვარდება და 100 ადამიანი იღუპება – ეს არის მდგომარეობა საავადმყოფოებში. 

ის, რაც შეთქმულების თეორეტიკოსებისგან ისმის ვაქცინებზე, არის შუასაუკუნეობრივი სიბნელე. ვფიქრობ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა ვაქცინას ეწინააღმდეგება, უბრალოდ, კომპლექსების გამო, ჭკვიანის როლს თამაშობს ამ წინააღმდეგობით. ისინი თავიანთი ეგოიზმით დიდ ზიანს აყენებენ თანამემამულეებს. 

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვენდობი მათ, ვინც სწავლით თავი “მოიკლა” და გახდა ექიმი. მაგრამ ასევე პატივს ვცემ მათ, ვინც ამბობს, რომ ვაქცინის მიღების ეშინია, ეს მესმის და სულ სხვა რამეა, შეთქმულების თეორიების მოსმენისგან განსხვავებული.”

onalem

ტესტ