fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია პერისტერში: 3 წლის ბავშვი სახლში უეცრად გარდაიცვალა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ტრაგედია ათენში, კერძოდ, პერისტერში მოხდა. გარდაცვლილია 3 წლის ბავშვი, რომელიც საკუთარმა მშობლებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ირკვევა, რომ ადგილზე პოლიცია დაუყოვნებლივ გამოიძახეს და ბავშვი მათივე დახმარებით გადაიყვანეს საავადმყოფოში “Αττικον”.

სამწუხაროდ, ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს და მხოლოდ ბავშვის გარდაცვალება დაადასტურეს. არსებული ცნობებით, მცირეწლოვანს სიკვდილამდე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა, ზუსტი მიზეზების დასადგენად დაგეგმილია ექსპერტიზა.

 

onalem

ტესტ