fbpx
საბერძნეთი

ბერძნული ტავერნის მეპატრონემ მთელი დღის შემოსავლით წყალდიდობით დაზარალებულ ორ ოჯახს ტექნიკა შეუძინა

ლარისაში მდებარე ტავერნის მეპატრონემ სამაგალითო ნაბიჯი გადადგა და გადაწყვიტა, რომ მთელი დღის შემოსავალი გაეღო ადამიანებისთვის, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალდნენ და ყველაფერი დაკარგეს. როგორც ირკვევა, მას ტავერნასთან დადგმული ჰქონდა სიმბოლური ყულაბაც, სადაც მსურველები ყრიდნენ თანხას, ვისაც რამდენი შეეძლო.

მედია იუწყება, რომ მეპატრონემ შეგროვებულ თანხას დაამატა მთელი დღის შემოსავალი, რაც ტავერნას ჰქონდა და წყალდიდობით დაზარალებულ ორ ოჯახს სრულად შეუძინა ტექნიკა, რაც კი სახლში შეიძლება დასჭირეთ. საუბარია მაცივრებზე, ტელევიზორზე, სარეცხის მანქანაზე და ა.შ. ერთ ოჯახს შეუძინეს ხალიჩებიც, კომოდი, ყავის მაგიდა და სხვა ის ნივთები, რაც მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა. რაც შეეხება მეორე ოჯახს, ტექნიკასთან ერთად გადასცეს დივანი და სავარძლები, რადგან ძალიან სჭირდებოდათ.

“რა თქმა უნდა, ეს მცირედია და კიდევ ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მეგობრების დასახმარებლად… ნეტავ, ჯადოსნური ჯოხი გვქონდეს,” წერს ქალი.

onalem

ტესტ