fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: საავადმყოფოს პაციენტი ჩივის, რომ ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის გარეშე გაუკეთეს

შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ ტელეკომპანია ΕΡΤ-ის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია. როგორც ირკვევა, კერკირას საჯარო საავადმყოფოს პაციენტი ჩივის, რომ ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის გარეშე გაუკეთეს.

ამის შესახებ მისი დაც წერს სოციალურ ქსელში და ქალის პოსტის მიხედვით, მხოლოდ ღმერთს უნდა უმადლოდნენ, რომ საოპერაციო მაგიდაზე არ გარდაიცვალა. პაციენტს სჭირდებოდა თიაქრის ოპერაცია ხერხემალზე, რაც საკმაოდ სერიოზული ქირურგიული ჩარევაა. წარმოუდგენელია, რომ აღნიშნული პროცესი ჩატარდეს ზოგადი ანესთეზიის გარეშე.

ქალის და წერს, რომ მას გაუკეთეს მხოლოდ გარკვეული სითხე, რომელიც იწვევს ნახევრად უგონო მდგომარეობას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, მაგრამ არ არის განსაზღვრული მსგავსი სირთულის ოპერაციებისთვის.

ტელეკომპანიის ცნობით, საქმეს საავადმყოფოს ხელმძღვანელობა იძიებს და უახლოეს მომავალში გავრცელდება დამატებითი ინფორმაცია.

onalem

ტესტ