fbpx
საბერძნეთი

ათენი 60.000-მა მანქანამ დატოვა – საცობი ყველა ეროვნულ გზატკეცილზე

საბერძნეთის საგზაო პოლიციის ინფორმაციით, მოსახლეობა ათენს მასობრივად ტოვებს. ირკვევა, რომ ყველა ეროვნულ გზატკეცილზე დიდი ქაოსი და საცობებია და ამ დროისთვის დედაქალაქი დაახლოებით 60.000-მა მანქანამ დატოვა.

ფაქტია, რომ ხალხი ცდილობს კარანტინი სოფლებსა და აგარაკებზე გაატაროს და ათენში არ ჩაიკეტოს, ვინაიდან დღევანდელ დღემდე რეგიონებს შორის გადაადგილება არ იკრძალება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოკლევადიან მოგზაურობაში წასულ ადამიანებს, ათენში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება კვირამდე შეეძლებათ და გადაადგილების გამო არ დაჯარიმდებიან.

onalem

ტესტ