fbpx
კრიმინალი

თესალონიკში ცნობილი კარდიოლოგი 5.000 ევროს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში ცნობილი ექიმი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ირკვევა, რომ მან პაციენტისგან, რომელიც თესალონიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს, 5.000 ევრო მოითხოვა. პაციენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციაში იჩივლა, რის შედეგადაც თანხა მონიშნეს და ექიმთან გადასაცემად მივიდა.

კარდიოლოგი ფულის აღებისთანავე დააკავეს, თუმცა, დანაშაულს ამ დრომდე უარყოფს.

ექიმი თავისუფალია, ვიდრე მისი სასამართლო პროცესი გაიმართება.

onalem

ტესტ