fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის კუნძულზე იტალიელმა ტურისტებმა ბერძენი მამაკაცი მოკლეს

კუნძულ პაროსის მოსახლეობა, შეიძლება ითქვას, აჯანყებულია, კუნძულის მკვიდრი მამაკაცის უსამართლო სიკვდილის გამო, რომელიც დღეს დილით ათენის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კერძოდ, ინციდენტი გუშინ შუადღეს მოხდა. 68 წლის მამაკაცი გარეთ შემოსამოწმებლად გამოვიდა, რადგან იტალიის ორმა მოქალაქემ ( 42 და 44 წლის) მანქანით გაიარა და საშინელი მტვერი გამოიწვია.

როდესაც იტალიელებმა მამაკაცი დაინახეს, მანქანიდან გადმოვიდნენ და მუქარა დაუწყეს, ამავდროულად შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდნენ. სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა იტალიელმა ტურისტმა მას ძლიერად დაარტყა, რის გამოც, 68 წლის ბერძენი დაეცა და სერიოზული დაზიანება მიიღო.

სიტუაციის სირთულის გამო ის ათენის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ამ ყველაფერთან გამკლავება ვერ შეძლო და დღეს დილით გარდაიცვალა.

ორმა დამნაშავემ იტალიაში გაქცევა თვითმფრინავით სცადა, თუმცა, პოლიციამ ისინი აეროპორტშივე დააკავა.

კუნძული 68 წლის მამაკაცს გლოვობს.

onalem

ტესტ