fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცი ვეშაპთან მისაახლოვებლად ზღვაში გადახტა (ვიდეო)

“Κασσάνδρα”-ს ერთ-ერთი მგზავრი ძალიან გაბედული აღმოჩნდა. მცირე ზომის გემი სფაკიადან გავდოსისკენ მიემართებოდა, როდესაც მათ გვერდით ვეშაპი გამოჩნდა.

მამაკაცს წამითაც არ უფიქრია, ღია ზღვაში გადახტა და ვეშაპთან მიახლოვებას ცდილობდა. ის ძალიან სწრაფად მიცურავდა, თუმცა, ბოლო წამს გადაიფიქრა.

მცირე ზომის გემის ეკიპაჟი და სხვა მგზავრები მას უყვიროდნენ, რომ ვეშაპს არ მიახლოვებოდა, რადგან შესაძლოა ეს სახიფათო აღმოჩენილიყო.

მამაკაცმა მათ დაუჯერა და უკან დაბრუნდა.

ერთი რამ კი უდავოა, რომ მგზავრობა თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელი იქნება.

onalem

ტესტ