fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ვინ მიიღებს უმუშევრობის შეღავათს 400 ევროს ოდენობით?

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის შრომის სამინისტრო სადღესასწაულოდ უმუშევარ ახალგაზრდებს ასაჩუქრებს. თუმცა, ამ საკითხმა გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია.

კერძოდ, შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი, ეფი აღციოღლუ აცხადებს, რომ ერთჯერად უმუშევრობის შეღავათს მიიღებენ ახალგაზრდები, მხოლოდ 18-დან 24 წლამდე.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მათ აქამდე არ უნდა ჰქონდეთ აღებული სხვა სახის უმუშევრობის შეღავათები და უნდა დარეგისტრირებულიყვნენ შრომის სამინისტროს (OAED) ვებ-გვერდზე 30 ოქტომბრამდე, როგორც უმუშევარი პირები.

აღნიშნული სეგმენტი ერთჯერად დახმარებას 400 ევროს ოდენობით დეკემბრის ბოლომდე მიიღებს. ახალგაზრდებს ელექტრონული განაცხადის წარდგენა შეუძლიათ აქ: http://www.oaed.gr/

onalem

ტესტ