fbpx
საბერძნეთი

მაფიოზური დანაშაული თუ გატაცება საკუთარი მამის მიერ?! ვერსიები, რომლებზეც პოლიცია მუშაობს

პოლიცია აქტიურად იძიებს 6 წლის რაინერ ჯეისონ პენტერსენის გატაცების საქმეს. როგორც უკვე ცნობილია, მშობლებს ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით სერიოზული დავა ჰქონდათ, რის გამოც, პოლიცია განიხილავს ერთგვარ შესაძლებლობას, რომ დამნაშავე სწორედ ბიჭის მამაა, რომელიც ნორვეგიის მოქალაქეა.

გამოძიების ობიექტივში არიან მოქცეულები ბავშვის მამა და მისი კიდევ ერთი ნათესავი. რაც შეეხება ბიჭის დედას, ქალბატონი ბერძენი აკადემიკოსია, რომელიც ასპირანტურაში სწავლობდა და ბოლო ორი წელი საბერძნეთში იმყოფება.

მეორეს მხრივ, ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილის” პრეზიდენტი, კოსტას იანოპულო აცხადებს, რომ მისი მოსაზრებით, ეს ამბავი მაფიოზურ საქმიანობას უკავშირდება და ბერძნული საზოგადოებისთვის მსგავსი შემთხვევები საკმაოდ უჩვეულო და იშვიათია.

შეგახსენებთ, რომ 6 წლის რაინერი გუშინ საღამოს გაიტაცეს, როდესაც ბებიასთან ერთად იმყოფებოდა და მოხუცმა ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.

onalem

ტესტ