fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: უსაბუთო ემიგრანტები სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილები და შანტაჟით ფულს სძალავდნენ – დაკავებულია 8 ადამიანი

თესალონიკის პოლიციამ წარმატებით განახორციელა ოპერაცია, რომლის შედეგადაც 8 პირი დააკავეს. ბრალდებულებს უსაბუთო ემიგრანტები ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და პოლიციით აშინებდნენ, რათა უფრო და უფრო მეტი ფული გამოეძალათ მათთვის. პარალელურად კი, ჰპირდებოდნენ, რომ ევროპის სხვა ქვეყანაში გადაიყვანდნენ.

კერძოდ, საუბარია 8 ავღანელზე, 17-დან 32 წლამდე, ხოლო საკუთარი ნების წინააღმდეგ ჩაკეტილი ემიგრანტები მაროკოდან არიან.

მოგვიანებით პოლიციამ გაარკვია, რომ მხოლოდ მაროკოელები არ იყვნენ მათი მსხვერპლნი, არამედ კიდევ 5 ადამიანი ჰყავდათ სახლში გამომწყვდეული, მაგრამ მათ პოლიციის მისვლამდე იქიდან გაქცევა მოახერხეს.

8 ავღანელის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, უკანონო ტრანსპორტირების, ფიზიკური ძალადობისა და შანტაჟის ბრალდებით.

თითოეული მათგანი პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ