fbpx
საბერძნეთი

ათენის საავადმყოფოში ე.წ. “აპოკლისტიკი” მედდა დააკავეს, რომელიც პაციენტებსა და მათ ნათესავებს ძარცვავდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ათენში, კერძოდ, პირეაზე, “მეტაქსას” საავადმყოფოში მოხდა. დაკავებულია 43 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოში პერსონალურ მედდად ანუ ე.წ. “აპოკლისტიკად” მუშაობდა და პარალელურად, საკუთარ პაციენტებს სისტემატიურად ძარცვავდა.

43 წლის ბერძენი ქალი პაციენტებსა და მათ ოჯახის წევრებს ძარცვავდა, იპარავდა მობილურ ტელეფონებს, საბანკო ბარათებს და თანხას, რომელიც მათ ჩანთებში ჰქონდათ პალატაში ყოფნისას. მისი ქმედებები საავადმყოფოს პერსონალმა შენიშნა და როგორც ირკვევა, ქალმა ადგილიდან გაქცევა სცადა. ამ პროცესში მან ორ თანამშრომელს სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

გაქცევის მცდელობის მიუხედავად პოლიციამ 43 წლის ქალი მაინც დააკავა და მას გარკვეული აბები აღმოუჩინეს, რომელთა გამოყენებისთვის ექიმისგან რეცეპტი ან დანიშნულება არ ჰქონია.

მის წინააღმდეგ საქმე შესაბამისი მუხლით აღიძრა და დაკავებული პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ