fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ასო Γ ჩვენი ზარის გვერდით – რა უნდა ვიფიქროთ, თუკი მას შევნიშნავთ?!

შეგინიშნავთ, თუ არა თქვენი ბინის ზარის გვერდით წაწერებული ასო Γ ?! იცით, რას ნიშნავს ეს?! ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე პოპულარული თეორია არსებობს და ერთ-ერთი არის ის, რომ მძარცველებმა თქვენი ბინა მიზანში ამოიღეს.

არა ნუ იდარდებთ… ეს მხოლოდ შეთხზული ისტორიაა… არავინ აპირებს თქვენი სახლის გაძარცვას. ჩვენ მოვიპოვეთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რატომ აწერენ ზარზე ასო Γ-ს და რა იმალება ამ პატარა საიდუმლოს უკან.

Γ-ს თქვენი ბინის ზარზე აწერენ საჭმლისა და ყავის მიმტანები… რატომ?! იმიტომ, რომ თქვენ მათ ზედმეტი ხურდა არ დაუტოვეთ. ამ გზით სხვა მიმტანებსაც ატყობინებენ, რომ იქ ცხოვრობს ადამიანი, რომლისგანაც “პურბუარს” არ უნდა ელოდოს.

რატომ Γ? ეს არის პირველი ასო სიტყვისა ბოშა (γύφτος). აღნიშნული მიმტანებს შორის კომუნიკაციის კოდია.

მათ ამის იმის თქმა უნდათ, რომ თქვენ “ციგანი” ანუ ბოშა ხართ და შეკვეთის მიტანისას ზედმეტ თანხას არ იძლევით.

თუმცა, ყველა მიმტანის აზრი ამასთან დაკავშირებით ერთნაირი არ არის. ზოგი მათგანი ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს არ აქვს ფულის ჩუქების საშუალება და ეს არანაირ “ვალდებულებას” არ წარმოადგენს.

 

onalem

ტესტ