fbpx
საზოგადოება

პირველი ბერძენი ბავშვი “სამი მშობლისგან” – რას ამბობენ დედა და ექიმები?!

ოჯახი, რომელთაც შვილი ინოვაციური ტექნიკის საშუალებით შეეძინათ, ათენში, პირეაზე ცხოვრობს. გუშინ ისინი და მთელი მედიცინის სამყარო დიდი სასწაულის მომსწრე გახდა… როგორც ექიმი ამბობს, მატინა, ბავშვის დედა, ყველაზე ბედნიერი ადამიანია, ვინც კი ბოლო დროს უნახავს… ისინი, უამრავი მცდელობის შემდეგ, მშობლები გახდნენ…

“ინ-ვიტრო განაყოფიერება ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ კი, მშობლები მაინც გავხდით. ჩვენ ჩვენი ბიოლოგიური, ჯანმრთელი და ლამაზი შვილი გვყავს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა, ამ სამედიცინო ტექნიკას, რომელიც ნამდვილი სასწაულია. ის ბევრ ქალს მისცემს საშუალებას, იგემოს დედობა, როცა უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული და თვლიან, რომ ვერასოდეს მიაღწევენ შედეგს,” ამბობს ბავშვის მამა, მიხალის კეფალოიანისი.

“ხელოვნური განაყოფიერება ოთხჯერ ვცადე და ბავშვი ყველა ჯერზე დავკარგე. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს მეთოდი გვეცადა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი და უცნობი იყო, არ ვნერვიულობდი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შანსი და ოცნება ამიხდა. 

არვიცი როგორ აღვწერო სიტყვებით ის, რაც მაშინ ვიგრძენი, როცა ბავშვი ჩავიხუტე. ეს დიდი სიყვარულია და უნდა ვთქვა, რომ მე ჯერ კიდევ დაჯერების პროცესში ვარ. პირველი სიტყვები ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემთვის იმედი უნდა გაეცრუებინათ, რადგან მამას ჰგავდა. დიახ… ის მამის ასლია…” ამბობს დედა.

“სამი მშობლის“ მეთოდის მიხედვით, ქალი-დონორის მიტოქონდრიის დნმ-ის უჯრედები (ნაწილაკები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ენერგიის წარმოებაში)  გადანერგეს დედის კვერცხუჯრედში. ამ მეთოდს გამოიყენებენ ოჯახებისთვის, რომლებსაც გენეტიკური მიტოქონდრიუილი დაავადებები აქვს, რომელიც გადაეცემა დედიდან შვილს.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ პროცედურა ეთიკის საზღვრებს სცდება და მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო.

 

onalem

ტესტ