fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის დაცარილებული სოფელი და ბომბები ერთადერთი მაცხოვრებლის სახლში

როგორც საქართველოში, საბერძნეთშიც არსებობს სოფლები, რომლებსაც ძალიან ცოტა მაცხოვრებელი ჰყავს, ან თუნდაც, მხოლოდ ერთი. კრეტაზე, სიტიაში, სოფელ პანო პერვოლაკიაში ცხოვრობდა 80 წლის მამაკაცი, რომელიც კატეგოირულად ამბობდა უარს სოფლის დატოვებაზე და საბოლოოდ, მარტოობამ ფსიქიკურ შერყევამდე მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, სახლში მცირე ზომის ორი ბომბი იპოვეს.

80 წლის მამაკაცი პათოლოგიური მიზეზების გამო გარდაიცვალა, რადგან წლების მანძილზე სოფელში მარტო ცხოვრობდა, რადგან სხვა მაცხოვრებლებმა მეორე, მახლობლად მდებარე სოფელში გადაინაცვლეს, სადაც უკეთესი პირობებია. თეოდოროს პატერაკისი უარს ამბობდა სოციალურ დახმარებასა და მოვლაზე, ასევე, სხვა სოფელში ან მუნიციპალიტეტში გადასვლაზე.

გუშინ დილით ის სოციალურმა მუშაკმა სახლში გარდაცვლილი იპოვა და დაუყოვნებლივ შეატყობინა მუნიციპალიტეტს.

ადგილზე დაიწყო გამოძიებაც, რადგან სახლში იპოვეს იარაღები და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ხელნაკეთი ბომბები.

onalem

ტესტ