fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა

ეს იყო სრული გაუგებრობისა და შიშის მომენტები რამდენიმე ათეული მგზავრისთვის საბერძნეთის აეროპორტში. უცნაურია, მაგრამ როდესაც ავიახომალდი ბილიკზე დაჯდა, მცირე ზომის მანქანას დაეჯახა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. რატომ?! ამაზე პასუხი მედიას ჯერჯერობით არ აქვს.

ინციდენტი ხანიის აეროპორტში, გუშინ გვიან ღამით მოხდა. შეჯახებისას თვითმფრინავს დაუზიანდა ცენტრალური ნაწილი, რის გამოც, ეკიპაჟმა უკანა გზაზე, შვედეთში გამგზავრება ვერ მოახერხა.

თითოეული მგზავრი ბორტიდან საგანგებო რეჟიმში ჩამოიყვანეს, ხოლო სხვა მგზავრებს, რომლებიც შვედეთის მიმართულებით უნდა გაფრენილიყვნენ, ერთი დღით მოცდა მოუწიათ.

ისინი დღეს, სხვა თვითმფრინავით გაამგზავრეს.

onalem

ტესტ