fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საგაზაფხულო ამინდი შობის დღეებში საბერძნეთში – დიდი კონტრასტი დანარჩენ ევროპასთან

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში 24 და 25 დეკემბერს ამინდი გაზაფხულს მოგვაგონებს. ტემპერატურა სეზონთან შეუსაბამოდ მაღალი იქნება.

ირკვევა, რომ საბერძნეთსა და დანარჩენ ევროპას შორის დიდი კონტრასტი იქმნება, ვინაიდან სხვა ქვეყნებში გაცილებით მეტად ცივა და შობას არც თუ ისე კარგი ამინდით შეხვდებიან, რაც შეეხება საბერძნეთს, დღეს და ხვალ მზიანი ამინდით დავტკბებით.

ატიკაში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, ჰაერი კი 18 გრადუსამდე გათბება, რაც შეეხება თესალონიკს, ტემპერატურა 8-დან 15 გრადუსამდე იმერყევებს.

მსგავსი ამინდია მოსალოდნელი დანარჩენ საბერძნეთშიც, ხოლო ტემპერატურის კლებას და ცივი ჰაერის მასების შემოჭრას სინოპტიკოსები შაბათ-კვირიდან პროგნოზირებენ.

onalem

ტესტ