fbpx
საბერძნეთი

პატარა სავა, ბიჭი, რომელიც კუნძულ ტელენდოს სკოლის ერთადერთი მოსწავლეა

ბერძნული მედიის საშუალებით გავიცანით პატარა სავა, კუნძულ ტელენდოს სკოლის ერთადერთი მოსწავლე. ბიჭი ერთ-ერთია კუნძულის 20 მუდმივი მაცხოვრებლიდან.

დღეს ის ტელეკომპანია ΕΡΤ-ზე დედასთან და მასწავლებელთან ერთად გამოჩნდა და როგორც ირკვევა, პრემიერის ოფისისგან ბევრი საჩუქარი მიიღო, უკეთესი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

როგორც დედა ამბობს, ნერვიულობს თავისი შვილის გამო, რადგან სრულიად მარტოა და ძალიან ბევრი ნივთი სჭირდებოდა, მაგალითად ლეპტოპი, დაფა, თავისი მარკერებით და ასე შემდეგ. მაგრამ გახარებულია, რადგან შეიტყო, რომ კირიაკოს მიცოტაკიმ ყველაფერი გაუგზავნა საჩუქრად.

სავას დედა კუნძულზეა დაბადებული და გაზრდილი, ხოლო მისი მასწავლებელი, პანაიოტის კალაიძიდი დრამადან არის, თუმცა, წელს ტელენდოზე ემსახურება საკუთარ პროფესიას.

onalem

ტესტ