fbpx
საბერძნეთი

“ათენში სხვა გოგონასთან აქვს ურთიერთობა და ბავშვს ელოდებიან” – შოკისმომგვრელი განცხადება მანო დასკალაკის მეგობრისგან

ტელეკომპანია ΑΝΤ1-ის ეთერში შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა მანო დასკალაკის მეგობარმა, რომლის თქმითაც, მამაკაცი, რომელმაც სამი შვილი დაკარგა, ახლა ათენში სხვა გოგონასთან არის ურთიერთობაში, რომელიც ფეხმძიმედაა.

“ათენში ერთ გოგონასთან აქვს ურთიერთობა და ბავშვებს ელოდებიან. ჩემთან ეს არ უღიარებია, მაგრამ ვუხსენე და მითხრა, რომ არ შეეძლო ჩემთვის ამ თემაზე პასუხის გაცემა.

სამი დღის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვსაუბრობდით, ვკითხე, რომ მსგავსი რამ გავიგე და თუ შეესაბამებოდა სიმართლეს, მიპასუხა, რომ არაფრის თქმა არ შეეძლო. მე ვიცი, რომ ამ გოგონასთან ორი წელია აქვს ურთიერთობა და ერთად ცხოვრობენ,” ამბობს დასკალაკის მეგობარი.

onalem

ტესტ