fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

შემზარავი ამბავი საბერძნეთში – სახლში ქალის “დაცემენტებული” ცხედარი იპოვეს

ბერძნული მედიის ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ ცხედარი ემიგრანტ ქალბატონს ეკუთვნის.

ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიპარისიაში ადგილობრივები საზარელი სანახაობის მომსწრენი გახდნენ. ერთ-ერთი სახლის ტერიტორიაზე იპოვეს ცხედარი, რომელიც, ფაქტობრივად, დაცემენტებული იყო.

ირკვევა, რომ სახლის პატრონებმა შენიშნეს, რომ ცემენტს ერთ ადგილას განსხვავებული ფერი ჰქონდა და ეს უცნაურად მოეჩვენათ. მათ იქაურობა გათხარეს და იპოვეს ქალის გვამი, რომელიც ცხადია, საშინელ მდგომარეობაში იყო.

eleftheriaonline.gr წერს, რომ არსებობს სერიოზული მტკიცებულებები, რომ ცხედარი ეკუთვნის 42 წლის ემიგრანტ ქალს, რუმინელ მონიკა გიუსს, რომელიც კიპარისიაში ბოლო 20 წელი ცხოვრობდა და ის გასული თებერვლის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა.

ქალი მუშაობდა დამლაგებლად, უვლიდა მოხუცებს, თუმცა, ბოლო დროს სამსახურის გარეშე იყო და მისი კვალი სრულიად მოულოდნელად გაქრა. როგორც ცნობილია, მასზე ძალადობდა მეუღლე, რომელსაც გაშორდა, ხოლო შემდეგ ურთიერთობა დაიწყო თავის თანამემამულესთან, რომელიც ასევე ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩეოდა. ამის შესახებ მონიკას ნათესავმა ისაუბრა აგელიკი ნიკოლულის გადაცემაში.

ჩატარდება ექსპერტიზა, რომ გარდაცვლილის ვინაობა ოფიციალურად დადგინდეს.

onalem

ტესტ