fbpx
საბერძნეთი

გვალვის ტალღა “კლეონი” ისევ აქტიურია – იკეტება აკროპოლი, ასფალტის ტემპერატურა 70 გრადუსამდე ავიდა

გვალვის ტალღა, “კლეონი”, რომელიც საბერძნეთს მიმდინარე კვირაში დაატყდა თავს, კვლავ აქტიურია და დღეს მორიგი ცხელი დღე გველის, როცა ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები იგივე რჩება, მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან 12:00-დან 17:00 საათამდე შუალედში, თუკი ეს აუცილებელი არ არის.

აღსანიშნავია, რომ იგივე საათებში კვლავ დაკეტილი იქნება აკროპოლი, რადგან შუადღეს არქეოლოგიურ ტერიტორიებზე განსაკუთრებით რთული ვითარებაა.

ეროვნული მეტეოგოლორიური სამსახური იუწყება, რომ სინდაღმაზე ასფალტის ტემპერატურამ 70 გრადუსს მიაღწია, ხოლო მანქანებში კიდევ უფრო ძლიერი სიცხე ფიქსირდება.

onalem

ტესტ