fbpx
საბერძნეთი

“მესუვლაკეს გამოგიგზავნი, რომ სწრაფად მოგიმზადოს” – ტავერნის მეპატრონის პასუხი, რომელიც არ თვლის, რომ კლიენტი ყოვეთვის მართალია

ყველასთვის კარგად არის ცნობილი ფრაზა: “კლიენტი ყოველთვის მართალია” და დამსაქმებლები თანამშრომელს სწორედ ამ დევიზით მუშაობას სთხოვენ ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, ბიზნესის ყველა მეპატრონე ერთნაირად არ ფიქრობს. სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ტავერნის მეპატრონის პასუხები კლიენტების შეფასებებზე, რომლებიც თითქმის ყველა უარყოფითია.

კლიენტები ჩივიან, რომ შეკვეთა უკიდურესად გვიან მიაქვთ, ამასთანავე, პორციები ძალიან პატარაა და პერსონალი არ გამოირჩევა თავაზიანი მიდგომით. აღნიშნული შინაარსის კომენტარებზე ტავერნის მეპატრონეს შემდეგი პასუხები აქვს:

“შენ, ვინაიდან სწრაფად გინდა ჭამო, მესუვლაკეს გამოგიგზავნი, გვერდით გეყოლება, რომ სწრაფად მოგიმზადოს. თან ტელევიზორს უყურებ, თან ეტყვი, რომ ერთი სუვლაკი შეგიხვიოს და ხელით გაჭამოს.|

შენ კი, ვინაიდან დანაყრება გინდა, სუვლაკი არ გეყოფა, სხვა რამე იპოვე,” წერს მეპატრონე.

ერთ-ერთ შეფასებაზე კი, სადაც კლიენტები უწერენ, რომ ტავერნაში ბევრი კოღოა, პასუხობს, რომ ახლა იქირავა თვითმფრიანვი, რომ კოღოებს კონტროლი გაუწიოს.

 

onalem

ტესტ