fbpx
საბერძნეთი

“თავის დაცვა ან კარანტინი” – საბერძნეთის პრემიერის, კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო გამოსვლა

ძვირფასო თანამემამულეებო,

მე კვლავ მოგმართავთ, პანდემიასთან ბრძოლის ამ რთულ ეტაპზე, რადგან ეს ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია, მაგრამ ამავე დროს, რეალურად ვგრძნობ ამის საჭიროებას. ახლა, კორონავირუსის ახალი აფეთქებისას, ისეთივე რწმენა მაქვს ჩვენი პოტენციალის მიმართ, როგორც ვირუსთან პირველი შეჯახებისას.

გვქონდა ძალიან რთული 7 თვე. შეგახსენებთ, რომ მთავრობა ერთდროულად იბრძვის მრავალ ფრონტზე: ეროვნული, ეკონომიკური, საიმიგრაციო საკითხები და ახლა უკვე დაგვემატა ბუნებრივი კატასტროფები. მაგრამ ჯანმრთელობის ომში შეგნებული მოქალაქეების მხარდაჭერა ისე გვჭირდება, როგორც არსად სხვაგან.

ეს არ არის ალიბი და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. მე უკვე დავამტკიცე, რომ ურთულესი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება შემიძლია. მაგრამ იმისთვის, რომ პანდემიის ახალ ტალღას გავუმკლავდეთ, სახელმწიფომ, მეცნიერებმა და მოქალაქეებმა კიდევ უფრო კომპლექსურად უნდა იმუშაონ, იყვნენ ახლოს და მეტი ნდობა ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ.

უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ვირუსი აქ არის და არსებობს. არ წყვეტს ჩვენ შორის ცირკულირებას და არის ბევრად უფრო მომაკვდინებელი, ვიდრე სეზონური გრიპი.

სანამ ვაქცინა არ არსებობს, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება. 

ჩვენ ახლა გვაქვს ორი არჩევანი: საკუთარი თავის დაცვა ან კარანტინი და ვინაიდან, ვიცით, თუ რა მოვლენები სდევს გვერდით მეორე ვარიანს, ვალდებულნი ვართ, რომ პირველი ავირჩიოთ. 

შეიძლება 20 წლის ადამიანისთვის ეს უბრალო ყელის ტკივილი იყოს, მაგრამ ამ ყველაფრის გამო მისი მამა ან ბებია შესაძლოა რეანიმაციულ განყოფილებაში განყოფილებაში აღმოჩნდეს. უნდა დავიცვათ დისტანცია, როგორც საკუთარი, ასევე მათი უსაფრთხოებისთვის, ვინც გვიყვარს.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო კვირას მუშაობას დაიწყებს 100 ახალი ავტობუსი, ხოლო წლის ბოლომდე ქალაქს 400 ახალი ავტობუსი დაემატება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საბერძნეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვალება.

onalem

ტესტ