fbpx
კრიმინალი

ნახევარი მილიონი ევროს ნარკოტიკები ათენის ცენტრში: დაკავებულია ერთი ბერძენი ქალი და სამი მამაკაცი

საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური ორგანიზაცია გაშიფრა და დააკავა ერთი ქალი და სამი მამაკაცი, მათი ასაკია 32, 33 და 42 წელი.

სპეცოპერაცია ათენის ცენტრში, კერძოდ, ექსარხიაში მოქმედი კრიმინალის აღსაკვეთად ჩატარდა, რის შედეგადაც დააკავეს ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციის ოთხი წევრი.

ირკვევა, რომ აღმოჩენილია წარმოუდგენელი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა ღირებულებაც ნახევარი მილიონი ევროა.

ასევე ჩამორთმეულია მოტოციკლები, მანქანა, ტელეფონები და ნაღდი ფული, 5.000 ევროს ოდენობით.

პოლიციის ცნობით, იძებნებიან დაკავებულების თანამზრახველებიც.

onalem

ტესტ