fbpx
საზოგადოება

შოკი ბერძნული მედიცინის სფეროში: ცნობილმა კარდიოლოგმა საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო

ბერძენი მედიკოსები შეძრა გავრცელებულმა ამბავმა, რომლის მიხედვითაც ცნობილმა კარდიოლოგმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ირკვევა, რომ ვოლოსში მდებარე საავადმყოფოს, “ახილოპულიო”, კარდიოლოგიური განყოფილების დირექტორმა, ალექსანდროს დურასმა საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.

მისი ცხედარი ყოფილმა მეუღლემ იპოვა, რომელიც სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც მრავალჯერ დაურეკა და ექიმმა არცერთხელ არ უპასუხა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დურასი გუშინდელ დღემდე ჩვეულებრივად მუშაობდა კლინიკაში და საკუთარ მოვალეოებებს ასრულებდა.

კარდიოლოგს ორი შვილი დარჩა, ის ასევე იყო მრჩეველი ვოლოსის მუნიციპალიტეტში.

onalem

ტესტ