fbpx
საბერძნეთისაზოგადოებაჯანმრთელობა

უსაფრთხოების ახალი ზომები: თესალონიკის ბაზრებში ექიმი მოვაჭრეებს ტემპერატურას შეუმოწმებს

Cnn Greece-ს ინფორმაციით, თესალონიკის ბაზრებში, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ახალი ზომები მიიღეს. როგორც ირკვევა, იმუშავებს კერძო ექიმი, რომელიც სპეციალური თერმომეტრით მოვაჭრეებს ტემპერატურას გაუზომავს.

დღეს დილიდან ექიმი მუშაობს აღმოსავლეთ თესალონიკში, კარაისკაკის ქუჩაზე გამართულ ბაზარში, თუმცა, ის იმოძრავებს სხვა ტერიტორიებზეც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დასავლეთ თესალონიკში აღნიშნული თერმომეტრით შემოწმებები ილიუპოლის ბაზრიდან დაიწყო.

ექიმი ტემპერატურას თითოეულ დახლზე მდგომ მოვაჭრეს გაუზომავს.

onalem

ტესტ