fbpx
საზოგადოება

ვოლოსი: 75 წლის ცოლ-ქმარი სავარჯიშოდ მანქანით მიდიოდა, საბოლოოდ კი, ორივე 150 ევროთი დააჯარიმეს

საბერძნეთის პოლიციის ოფიცრებმა, მას შემდეგ, რაც გადაადგილება ოფიციალურად აიკრძალა, მოქალაქეებისგან უამრავი სახალისო მიზეზი მოისმინეს, თუ რატომ გადაადგილდებოდნენ გარეთ. ერთი მამაკაცი, ვარჯიშის ნაცვლად, სუვლაკის მისართმევად აღმოჩნდა, კრეტაზე ქალბატონს საკუთარი შვილი საბარგულში ჰყავდა ჩამალული, რომ ჯარიმა არ გადაეხადა და ა.შ.

ამჯერად კი ვოლოსში პოლიციამ 75 წლის ცოლ-ქმარი გააჩერა და მათ გადაადგილების დამადასტურებელი მიზეზი მოსთხოვეს. მოხუცებმა პოლიციას აჩვენეს ცნობა, სადაც ეწერათ, რომ სავარჯიშოდ მიდიოდნენ, თუმცა, რატომღაც მანქანით.

სამწუხაროდ, თითოეულ მათგანს 150 ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს, შემდეგ კი “ვარჯიშის” მიტოვება და სახლში დაბრუნება მოუწიათ.

 

onalem

ტესტ