fbpx
საბერძნეთი

ახალი ბერძნული პირადობის მოწმობის ქონა ტელეფონშიც იქნება შესაძლებელი: AFM, AMKA და ყველა საჭირო მონაცემი ერთად!

როგორც საბერძნეთის ციფრული მართვის მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკისმა განაცხადა, ახალი პირადობის მოწმობები იქნება საკრედიტო ბარათის მსგავსი, ანუ პლასტიკური და სრულად მოქმედებაში 2021 წლის ბოლოს, 2022 წლის დასაწყისში შევა. გარდა ამისა, იქნება მობილური აპლიკაცია, როგორც პირადობის მოწმობა და მათი გამოყენება მოქალაქეებს ნებისმიერ დროს, ძალიან ბევრ სიტუაციაში შეეძლებათ.

კერძოდ, პირადობის მოწმობას ექნება ელექტრონული აპლიკაციის სახეც, რომელიც ტელეფონში ჩაიტვირთება და შესაძლებელი იქნება მისი კომფორტულად გამოყენება. ამრიგად, ბარათის ნაცვლად შეგიძლიათ მხოლოდ ტელეფონი ატაროთ, სადაც გექნებათ ელექტრონული ბარათი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ იქნება უვადო. ანუ დატანილი იქნება დაბადების თარიღი, ხოლო მოქმედების ვადა ექნება მთელი ცხოვრება.

როგორც პიერაკაკისმა განმარტა, მოსახლეობა აიღებს პირადობის ისეთ მოწმობებს, რომელზეც დატანილი იქნება ყველა ის დეტალი, რომელსაც აქამდე ძველი მოწმობები არ შეიცავდა. ეს ნიშნავს, რომ ბერძნული პირადობის მოწმობის მქონე პირს შეეძლება თავი აარიდოს ბიუროკრატიას.

ახალი პირადობის მოწმობებით ბევრად მარტივი იქნება მფლობელის იდენტიფიცირება და ბარათს ექნება მრავალი ფუნქცია. შესაძლებელია საბანკო სისტემების კოდების დატანაც კი, როგორც ეს ევროპულ დირექტივებშია გათვალისწინებული.

რაც ყველაზე მთავარია, მინისტრმა განაცხადა, რომ პირადობის მოწმობაზე აუცილებლად იქნება განთავსებული ΑΦΜ და ΑΜΚΑ, რაც მოქალაქეს გაუმარტივებს სხვადასხვა მომსახურებების მიღებას.

onalem

ტესტ