fbpx
საზოგადოება

“უნიღბოდ ამოვიდა, ჯერ ახველებდა, შემდეგ ახალგაზრდა ბიჭს შეაფურთხა” – წარმოუდგენელი შემთხვევა ათენში

ტელეკომპანია Open-ის საშუალებით ცნობილი გახდა ინციდენტის შესახებ, რომელიც ათენის ელექტრო მატარებლის სადგურში, აგიოს ნიკოლაოსზე მოხდა.

ერთ-ერთი მგზავრი ქალბატონი, რომელიც შემთხვევას შეესწრო ტელეკომპანიასთან საუბრობს:

“ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დაახლოებით 40-50 წლის მამაკაცი ვაგონში პირბადის გარეშე ამოვიდა, ერთი ახალგაზრდა ბიჭის გვერდით დადგა, უფრო სწორად, შეიძლება ითქვას, რომ მიეწება მას და გამუდმებით ახველებდა.

აქედან გამომდინარე ბიჭმა ძალიან თავაზიანად უთხრა, რომ ან პირბადე გაეკეთებინა ან გვერდით გაწეულიყო, რომ მის სიახლოვეს არ დაეხველა.

ამან გააბრაზა მამაკაცი და უთხრა, რომ სხვა ვერ გადაუწყვეტდა, თუ რას გააკეთებდა. ახალგაზრდა ბიჭს ზედ შეაფურთხა და შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ურტყამდა, ფანჯარაზე მიანარცხა და მინაც კი დაზიანდა,” ჰყვება მგზავრი.

შეგახსენებთ, რომ ატიკის რეგიონში ურთულესი მდგომარეობაა. აქ ყოველდღიურად ვლინდება ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა და გუშინ საბერძნეთის პრემიერმაც მოუწოდა მოსახლეობას სიფრთხილისკენ.

მიცოტაკის თქმით, გვაქვს ორი არჩევანი: კარანტინი ან თავდაცვა, რომლიდანაც აუცილებლად მეორე უნდა ავირჩიოთ. თავდაცვა კი გამოიხატება დისტანციის დაკავებასა და პირბადის ტარებაში.

 

onalem

ტესტ