fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

44 წლის ქალის უჩვეულო გაუჩინარება როდოსზე – მისი მანქანა გასაღების გარეშე იპოვეს, თავად კი, არსად ჩანს

როდოსზე 44 წლის ელენი ეფთიმიუს გაუჩინარებიდან უკვე სამი დღე გავიდა და გამოძიებას მყარი ხელჩასაჭიდი ჯერ კიდევ არ აქვს. მისი ძებნის ოპერაციები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც სპეციალისტების, ასევე, მოხალისეთა მიერ.

არსებობს ინფორმაცია, რომ ქალი საკუთარი სურვილით გაუჩინარდა, ხოლო მანქანა, თავად, სხვა ადამიანის დახმარებით გადააგდო თხრილში, სადაც იპოვეს კიდეც. მანქანაში არ იყო გასაღები, რაც პოლიციას აფიქრებინებს, რომ ელენი ცოცხალია და თავშესაფარიც ნაპოვნი აქვს. მანქანაში არ აღმოჩნდა არც სისხლი.

ქალი მას შემდეგ გაქრა, რაც თავისი გოგონა სკოლაში მიიყვანა. არსებობს მოწმე, რომელიც ამბობს, რომ ქალი გადაადგილდებოდა სხვა პირთან ერთად იმ ტერიტორიაზე, სადაც მანქანა იპოვეს.

44 წლის ელენი სუპერმარკეტის თანამშრომელი იყო.

onalem

ტესტ